вторник, 28 ноября 2017 г.

  2017 წლის  22 ნოემბერს  ჩატარდა ახალსოფლის საჯარო სკოლის კლუბ ,,მწიგნობარის"

 წევრთა შეხვედრა.    სამუშაო საკითხები: 1. გაწევრიანება მკითხველთა კლუბში; 2.წასაკითხავი წიგნების არჩევა;   3. რესურსცენტრის მიერ შემოთავაზებული წიგნების განხილვა; 4. რესურსცენტრში  მკითხველთა კლუბის შეხვედრაზე გასაგზავნი მოსწავლეების შერჩევა.
     მოსწავლეებმა განიხილეს  ჯ. ქარჩხაძის ,,ზებულონი" და გ.ჩოხელის ,,ადამიანთა სევდა", რომლებიც წინასწარ ჰქონდათ წასაკითხავად დავალებული. მსჯელობდნენ მთავარი საკითხის ირგვლივ, ავლებდნენ პარალელებს, მოჰყავდათ საინტერესო არგუმენტები.   რესურსცენტრში გასაგზავნად შეირჩა ორი მოსწავლე:  მარიამ ლეონიძე და ხატია აბულაძე.
                                                                                     კლუბის ხელმძღვანელი: მასწავლებელი                                                                                                                                      ფატმა თანდილავა

Комментариев нет:

Отправить комментарий